სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ერეკლე მეფის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი და წმინდა მეფე-დედოფალთა სავედრებელი პარაკლისი აღესრულება. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს საპატრიარქოც. როგორც განცხადებაში ნათქვამი, ეკლესიის წმინდანების, გამორჩეული საზოგადო მოღვაწეების აუგად მოხსენიება, რაც სულ რამდენიმე დღის წინაც ვიხილეთ, პროვოკაციაა. საპატრიარქო სვეტიცხოველში შეკრებილ მრევლს მოუწოდებს, რომ რაც არ უნდა მიუღებლად ან პროვოკაციულად მოეჩვნოთ სხვისი აზრი ან შეკითხვა, არ გაცდნენ ზოგადი ქრისტიანული ცხოვრების წესს, ლოცვით განწყობას და ასე მიაგონ პატივი საქართველოს ღირსეულ შვილებს.