საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილი განაჩენი დაუსაბუთებელია.
ამის შესახებ ორგანიზაცია მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს.
საიას შეფასებით, სასამართლოში საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე არსებულ კითხვებს, რაც ბრალდებულთა მიმართ ბრალის წარდგენის, სასამართლო განხილვის, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის სტანდარტებთან და მოსამართლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან მიმართებით არსებობდა, სასამართლო არც განაჩენში პასუხობს, რის გამოც ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ განაჩენი დაუსაბუთებელია. ამასთანავე, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლო სხდომის დარბაზში გამოკვლეული არაერთი მტკიცებულება იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ქმედებაში არ იყო დანაშაულის ნიშნები.