რუსეთი უკრაინაში სამხედრო ოპერაციას გააგრძელებს, ვიდრე ყველა მისი მიზანი მიღწეული არ იქნება,- ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
გარდა ამისა, კრემლის პრესსპიკერმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და აფრიკის კავშირის თავმჯდომარის, სენეგალის პრეზიდენტის მაკი სალის შეხვედრაზეც გააკეთა კომენტარი.
პესკოვის თქმით, ლიდერები შეხვედრისას აფრიკის კონტინენტის შეშფოთებას განიხილავენ, რაც მზარდ სასურსათო კრიზისსა და სასუქების ნაკლებობას უკავშირდება.
როგორც პესკოვმა დასძინა, პუტინი სენგალის პრეზიდენტს სრულყოფილად აუხსნის თუ რა ხდება სინამდვილეში უკრაინულ მარცვლეულთან დაკავშირებით.
კრემლის ცნობით, უკრაინული მარცვლეულის თემა ასევე დღის წესრიგში იქნება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თურქეთში დაგეგმილი ვიზიტის დროსაც, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება.