სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის, კოკა კაციტაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დამატებითი ექსპერტიზა ადვოკატის განცხადების საფუძველზე დაინიშნა.
როგორც კაციტაძე განმარტავს, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელ ჯანმრთელობის მდგომარეობას არ უკავშირდება.
რაც შეეხება იმას, არის თუ არა აღნიშნული ექსპერტიზები დაგვიანებული, კაციტაძის განცხადებით, გამოძიებას ყველა საჭირო მასალა აქვს, რომლის საფუძველზეც ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს. კაციტაძის განმარტებითვე, ადვოკატებს საქმეში ჩართულობის უპრეცედენტო საშუალება აქვთ.