ცერემონიების სასახლეში ეკონომიკური დიპლომატიის სფეროში განხორციელებული პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
პროექტის ფარგლებში უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ვაჭრობის ხელშეწყობის სფეროში ტრენინგი 80-მდე ადამიანმა გაიარა. მონაწილეებს საერთაშორისო სერტიფიკატებიც გადაეცათ.
პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს, იბიარდის, ევროკავშირისა და პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით განხორციელდა.