შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სააკაშვილი ყველა სერვისის მიღებას თანხმდება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს ისედაც ყველა სერვისი მიეწოდებოდა. თუმცა, იყო სერვისები, რომელზეც ის თავად ამბობდა უარს და ამით გარკვეულწილად ზიანს იყენებდა.
პაპუაშვილი გამოეხმაურა „პალიტრანიუსის“ ეთერში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ექსკლუზიურ ინტერვიუს და განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „თუკი ექსპერტები ჩათვლიან, რომ აქ მიხეილ სააკაშვილის საჭირო მკურნალობის საშუალება არ არის, მაშინ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მსჯარდებულ ექს პრეზიდენტს ან საზღვარგარეთ უმკურნალოს ან ადგილზე ჩამოიყვანოს სპეციალისტი.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დანაშაულის გამო სასჯელი ყველა ადამიანმა უნდა მოიხადოს. თუმცა, მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ უზრუნველყოს ყველა სამედიცინო სერვისის მიწოდება, რომელიც საჭიროა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და ამას აკეთებს სასჯელაღსრულება.