სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და უბრალო მოქალაქეები ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად ერთიანდებიან. კვირას, საღამოს 7 საათზე რესპუბლიკის მოედანზე ყველა იმ ადამიანს ელოდებიან, ვინც ფიქრობს რომ ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზაა.
უკვე ცნობილია, რომ რესპუბლიკის მოედანზე მოქალაქეები ევროკავშირის დროშაზე ხელმოწერებსაც დატოვებენ, რის შემდეგაც ის ბრიუსელში გაიგზავნება, როგორც ქართველი ხალხის ურყევი ნების სიმბოლო.