მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან რეგიონებსა და თბილისში გაზის ტარიფი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაიზრდება. კერძოდ, თბილისში, 20 000-მდე კომერციულ სუბიექტს უძვირდება ტარიფი.
გააძვირებს თუ არა გაზის ტარიფის მომატება საკონდიტრო პროდუქციის ფასს? - "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია "ტკბილი ქვეყნის" კომერციული დირექტორი კახა ყრუაშვილი