გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად იმ ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა, რომლებმაც შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლეს.
პროექტის მიზანია, ფერმერებს შეუმცირდეთ ერთწლოვანი კულტურების მოყვანისას საბრუნავი საშუალებების ხარჯი და შესაძლებლობა მიეცეთ, მოიყვანონ მეტი ხარისხიანი აგროპროდუქტი.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, თითქმის 71 მლნ ლარის, 4 ათასზე მეტი შეღავათიანი სესხია გაცემული.
საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა 18%-ით არის დადგენილი, საიდანაც ნახევრს სახელმწიფო აფინანსებს.