თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2022-2023 სააღმზრდელო წლისთვის ბავშვთა ელექტრონული რეგისტრაციის პირველი ეტაპი დღეს, 10:00 საათზე დაიწყება და 10 ივნისამდე გაგრძელდება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, რეგისტრაცია წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - www.kids.org.ge და ამ პერიოდში რეგისტრაციას შეძლებენ პრიორიტეტით მოსარგებლე აპლიკანტები.
ეს კატეგორიებია: ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; დედმამიშვილები; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები; მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები; სამხედრო მოსამსახურეთა შვილები.