ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალის პირველ მატჩში გოლდენ სტეიტ ვორიორსმა შინ ბოსტონ სელტიქსს უმასპინძლა და 108-120 დამარცხდა. შეხვედრა საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა. მაყურებელი რეკორდის მომსწრეც გახდა.
ოქროს შტატელმა ბიჭუნამ, სტეფ კარიმ პირველ მეოთხედში 6 სამქულიანი ჩააგდო და ფინალებში, ერთ მეოთხედში ჩაგდებული სამქულიანების მიხედვით, რეკორდი დაამყარა. მიუხედავად ამისა, მისი კარგი თამაში გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ბოსტონელთაგან საუკეთესო ალ ჰორფორდი იყო, რომელმაც გუნდს 26 ქულა 6 მოხსნა და 3 პასი შესძინა.
გოლდენ სტეიტიდან კი სტეფ კარის ანგარიშზე 34 ქულა 5 მოხსნა და 5 პასია.