ოფიციალურად: ანტონიო რიუდიგერი მადრიდის რეალის ფეხბურთელია ამის შესახებ ესპანური კლუბი სოციალურ ქსელში იუწყება. გერმანელმა მცველმა "სამეფო კლუბთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
რეალმა რიუდიგერი ჩელსიდან უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით გაიფორმა.
"სიამაყით ვაცხადებ, რომ მადრიდის რეალს შევუერთდები. ძალიან აღელვებული ვარ მომავალი გამოწვევებით. მოუთმენლად ველოდები ჩემს პირველ თამაშებს ამ დიდ კლუბში", - წერს გერმანელი ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.
მადრიდული კლუბის განცხადების მიხედვით, კლუბი ანტონიო რიუდიგერს 20 ივნისს წარადგენს.
წარდგენის ცერემონიალის შემდეგ გერმანელი ცენტრალური მცველი მედიის წინაშე წარდგება. ანტონიო რიუდიგერი ლონდონის ჩელსიში 2017 წელს რომადან გადავიდა. 29 წლის მცველმა ამ დროის განმავლობაში "ლურჯებთან" ერთად ასოციაციის თასი, ევროპალიგა, უეფას სუპერთასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.