ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი დაამტკიცეს. ლიდერებმა სანქციებზე ფართო პოლიტიკური შეთანხმებას ამ კვირის დასაწყისში გამართულ სამიტზე მიაღწიეს, მაგრამ სამართლებრივი ტექსტის დასამტკიცებლად წევრი ქვეყნების ელჩების ხელმოწერაცაა საჭირო.
სანქციების სიაში რუსეთის პატრიარქიც მოხვდა თუმცა უნგრეთის წინააღმდეგობის შემდეგ ის სიიდან ამოიღეს.