მსოფლიოს მიერ რუსეთის ეკონომიკურ-პოლიტიკური ბლოკადა გრძელდება. აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები მიიღო. ოფიციალურმა ვაშინგტონმა მიზანში ამჯერად კრემლთან დაკავშირებული იახტების საბროკერო კომპანია და რუსეთის ხელისუფლების რამდენიმე გამოჩენილი წარმომადგენელი ამოიღო.
სანქციები ოლიგარქებისა და ელიტის ოჯახის წევრებსა და მათთან დაკავშირებულ სუბიექტებსაც შეეხო.