ვოლოდიმირ ზელენსკი თავის მორიგ ვიდეომიმართვაში უკრაინაში განვითარებულ ბოლო მოვლენებზე საუბრობს. პრეზიდენტის ინფორმაციით, უკრაინულ არმიას სევეროდონეცკში გარკვეული წარმატებები ჰქონდა თუმცა, ზელენსკის მიაჩნია, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
რაც შეეხება მიმდებარე ქალაქებს უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აქ სიტუაცია კვლავ მძიმე რჩება. თითქმის კრიტიკულია მდგომარეობა ლისიჩანსკში და ბახმუტში.
დონბასში კი სიტუაცია არ შეცვლილა. ზელენსკი ამბობს, რომ სახელმწიფოს დროებით ოკუპირებული ტერიტორია ახლა ტოტალური კატასტროფის ზონაა, რაზეც სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.