უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 100 დღე გავიდა. რუსები ტერიტორიის ერთ მეხუთედს, 20 პროცენტს აკონტროლებენ. ახლა რუსეთი განსაკუთრებით დონბასის რეგიონს უტევს. ახალი აზოვსტალი აქ სევეროდონეცკის ტერიტორიაა, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა ინტენსიური ბრძოლის ცენტრად იქცა.
რუსეთი სევეროდონეცკის 80%-ს უკვე აკონტროლებს. ბოლო 24 საათში დონეცკში სულ მცირე შვიდი ადამიანი მოკლეს და ათი დაიჭრეს.
მილიონ ექვსასასიათასი ადამიანიდან, რომელიც აქ ცხოვრობდა, რეგიონში მხოლოდ 340 000-ია დარჩენილი. ომის მეასე დღეს მსოფლიო გლობალური სასურსათო პრობლემის წინაშე დგას.
უკრაინას, რომელიც უდიდესი მარცვლეულის ექსპორტიორია, ქვეყნიდან სურსათი ვერ გააქვს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერის ინფორმაციით, პორტებში დაახლოებით 22 მილიონი ტონა მარცვლეულია დაბლოკილი.