საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა იყო მთავარი განსახილველი თემა, ნიკა მელიას, ხატია დეკანოიძესა და ევროპარლამენტარებს შორის შეხვედრის დროს.
საქართველოს ყველაზე მსხვილი ოპოზიციურ პარტიის ლიდერმა აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, ქვეყანაში, რეალური დემოკრატიული ცვლილებების ფანჯარა გაიხსმენა, რაც ნიკა მელიას ვარაუდით, ოლიგარქის ანტიდემოკრატიული ნაბიჯების, სახელმწიფო მიტაცების შეკავებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტის წინაპირობა იქნება.
აუდიენციას, ანა ფოტიგასა და სვენ მიკსერის გარდა, ევროკავშირის საგარეო სამსახურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ვროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დაესწრნენ.