თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების პროტესტი გრძელდება. მათი მოთხოვნა უცვლელია: ფინალური გამოცდების დისტანციურად ჩაბარება. სტუდენტები, გამოცდების ონლაინრეჟიმში გადატანის მოთხოვნის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დედაქალაქში ბინების გაძვირებას ასახელებენ. სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ხვალ აკადემიური საბჭო იმსჯელებს და პოზიციას კიდევ ერთხელ გამოთქვამს.
მანამდე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტებს გამოცდების ჩასაბარებლად თბილისის გარდა, ალტერნატიული საგამოცდო ცენტრი კიდევ 2 ქალაქში - ქუთაისსა და ახალციხეში შესთავაზა.