შვეიცარიის ფინანსური ბაზრის ზედამხედველმა ორგანო FINMA-მ (Swiss Financial Market Supervisory Authority) რუსეთის უმსხვილესი კრედიტორის, „სბერბანკის“ შვეიცარულ ფილიალს გადახდებისა და ტრანზაქციების აკრძალვის ვადა აგვისტომდე გაუხანგრძლივა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
FINMA-მ „სბერბანკ-შვეიცარიას“ შეზღუდვის ზომები 4 მარტს, რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების შედეგად დაუწესა, მოგვიანებით კი 31 მაისამდე გაუხანგრძლივა. დღეს გავრცელებული განცხადებით, FINMA-მ გადახდა-ტრანზაქციების აკრძალვის ვადას კიდევ ორი თვე დაამატა.
შესაბამისად, გაძლიერებული საერთაშორისო სანქციებისა და ბანკის ლიკვიდურობაზე შენარჩუნებული რისკების გამო, ზომები ძალაში 2022 წლის 2 აგვისტომდე დარჩება.