თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით 1-ლი ივნისიდან ქვეყანაში ელექტროენერგიის საფასური 15%-ით გაიზარდა. ბუნებრივ აირზე კი ფასმა 30%-ით მოიმატა.
თურქეთის ენერგომარეგულირებელი ორგანოს EPDK-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დენის ფასი 15%-ით საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაიზარდა, კომერციული ობიექტებისთვის კი ზრდა 25%-ია.
რაც შეეხება გაზის ტარიფს, როგორც გაზეთი Yeni Şafak-ი წერს, თუ აქამდე ბიზნეს მეწარმეები 1 000 კუბურ მეტრ გაზში 3 264 ლირას ანუ 199 დოლარს იხდიდნენ, ახლა 10 417 ლირას ანუ 635 დოლარის გადახდა მოუწევთ.