იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს რომ ვინც 1980 წლამდეა დაბადებული, „მაიმუნის ყვავილი“ მათთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. პროფესორის თქმითვე დაუდგენელი წარმოშობის ჰეპატიტები და „მაიმუნის ყვავილი“ აუცილებლად საჭიროებს შესაბამის ლაბორატორიულ დადასტურებას.
როგორც ჩხაიძე აღნიშნავს, უახლოეს პერიოდში შესაძლებლობა გვექნება მიზანმიმართულად ვისაუბროთ იმ ტესტზე, რომელიც „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსს აღმოაჩენს, ასევე სრული მზადყოფნაა, რომ ჰეპატიტის საეჭვო შემთხვევები იდენტიფიცირებული იყოს.