სპეციალური საგამოძიებო სამსახური მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის შესაძლო ფაქტზე, გამოძიებისთვის საჭირო ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ობიექტური, სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არადამიანური მოპრყობის შესაძლო ფაქტზე მიმდინარე წლის პირველი მარტიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შექმნის დღიდან, 49 პირი გამოიკითხა.