ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკომისრებთან შეხვედრებს განაგრძობს. საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს შეხვედრა გამართა ევროკომისართან ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში, და ევროკომისართან სოფლის მეურნეობის საკითხებში.
ევროკომისრებთან შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული დინამიური თანამშრომლობა, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადის მნიშვნელობა და შემდგომი ნაბიჯები.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ქვეყანაში ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე თუ განხორციელებულ რეფორმებს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროკავშირთან საქართველოს სექტორულ დაახლოებაზე და ამ კუთხით უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ ნაბიჯებზე.