1-ლი ივლისიდან მწარმოებლებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება. საუბარია საბურავების, ზეთების, აკუმლატორების და ელემენტების, ასევე ელეტრონული და ალექტრული ნარჩენების მწარმოებლებსა და იმპორტიორებზე.
უფრო კონკრეტულად, თემის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა რადიო "პალიტრისა" და "პალიტრანიუსის" გადაცემაში " საქმე" ისაუბრა.
მისი თქმით, რეგულაცია ევროდირექტივებიდან გამომდინარეობს და საქმე ეხება ნარჩენების მართვის სქემას, რომელიც აღნიშნული საქმიანობით დაკავებულმა მწარმოებლებმა უნდა შექმნან.