სერგეი გაიდაის ინფორმაციით, სევეროდონეცკში, დაახლოებით 800 ადამიანი აზოტის ქარხნის ქვეშ იმალება, რომელიც რუსული სარაკეტო დარტყმების სამიზნეა. ამასთან, უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსულმა ძალებმა აზოტის ქარხანას ცეცხლი კიდევ ერთხელ გაუხსნეს და „დარტყმა ადმინისტრაციულ შენობასა და საწყობზე განახორციელეს, სადაც მეთანოლი ინახებოდა“.