არასრულწლოვანს, რომელიც თანატოლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვისაა დაკავებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.
სასამართლოს ცნობით, ბრალდებულმა ხელთარსებული დანით მისსავე თანატოლისთვის გულმკერდის და მუცლის არეში ორჯერ დარტყმით სცადა განზრახ მკვლელობა.