აქცია ბათუმში - ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის მხარდასაჭერად კომპანია "მეტრო სითის" თანამშრომლები და ახლობლები ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბნენ. როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, გალიფ ოზთურქის მიმართ წარდგენილი ბრალდება აბსურდულია და სიმართლეს არ შეესაბამება.
ბიზნესმენის ადვოკატის, თენგიზ კახიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. უფლებადამცელის თქმითვე სასამართლოს გირაოს დაწესების შუამდგომლობით მიმართავენ.