ზარი - 4000 წელზე მეტია ჩვენს პლანეტაზე ზარი არსებობს. და, იმისდა მიუხედავად, რომ ადრეული ქრისტიანობა მას წარმართულ საგნად თვლიდა, ის არა მხოლოდ მტკიცედ შევიდა ქრისტიანულ ატრიბუტებში, არამედ ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა. ბრინჯაოს, რკინის, თუჯის, ვერცხლის, ქვის, თიხის, ხის და თუნდაც მინისგან ჩამოსხმული ზარები უძველესი დროიდან იყო მაცნე: ისინი იწვევდნენ ღვთისმსახურებასა და შეხვედრებზე, აფრთხილებდნენ მტრის თავდასხმისას და, პირიქით, იუწყებოდნენ დიდ დღესასწაულს ან კარგ ამბავს. ზარების რეკვის გაგონებაზე ხალხი ქუდს იხდიდა და პირჯვარს იწერდა. ზარები გამოიყენებოდა არა მხოლოდ სამრეკლოებზე, მას ამაგრებდნენ კოშკებზე, ცხოველებზე, სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანებზე, რკინიგზებსა და გემებზე.
არავინ იცის ზარის პირველი დანიშნულება, იყენებდნენ მას როგორც მუსიკალურ ინსტრუმენტს თუ მხოლოდ გასაფრთხილებელი ხმაურისთვის, თუმცა მისი მნიშვნელობა რომ ყოველთვის დიდი იყო ალბათ სწორედ ამიტომ გაუძლო საუკუნეებს და დღემდე ჩვენი ყოფის ნაწილია. ფაქტია ისიც რომ მათგან წარმოქმნილი ხმოვანება სასიამოვნოა, მეტიც ამაღლებულ განწყობას იწვევს. მკვლევართა აზრით, ზარის რეკვა უზარმაზარ გავლენას ახდენს ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე და მის ფსიქიკაზე. ის ხსნის სტრესს და სხვადასხვა დისფუნქციას, რომელსაც თან ახლავს შიში, ძილის დარღვევა და დეპრესია. ექსპერტები ამბობენ, რომ ზარების რეკვა ჩაკეტილ ადამიანსაც კი კომუნიკაბელურს ხდის.
მეცნიერთა მტკიცებით ზარის ხმოვანი ტალღის სიმძლავრის სპეციფიკური განაწილების გამო - უნიკალური სპირალური ტრაექტორიის გასწვრივ - მიკრობული უჯრედების სტრუქტურები რეზონანსში მოდის და ნადგურდება. ამ გავლენის ქვეშ იღუპება ისეთი მიკროორგანიზმები, როგორიცაა ჰეპატიტი, გრიპი, ქოლერა და სხვადასხვა ტიპის ვირუსები. ზარები ასხივებენ უზარმაზარ რეზონანსული ხმის ტალღებს და ამით ასუფთავებენ სივრცეს. ვიბრაცია, რომელიც ზარის რეკვისას წარმოიქმნება უზრუნველყოფს ადამიანის ორგანიზმზე სამკურნალო და გამაახალგაზრდავებელ ეფექტს. სწორედ ამიტომ, მრავალი საუკუნის განმავლობაში, ეპიდემიების დროს ზარები განუწყვეტლივ რეკდნენ მთელი დღის განმავლობაში. უფრო მეტიც, ზარების დაბალი ტონები უფრო დადებითად მოქმედებს ადამიანზე, ვიდრე მაღალი, ამიტომ ხშირად ვხვდებით ზარებს რომელთა წონა ასობით, ზოგჯერ კი ათასობით კილოგრამია. საუკუნეების განმავლობაში მინიჭებული ფუნქციით, როდესაც მრავალხმიანი მელოდია დროს გატყობინებს ან რელიგიური რიტუალის დროს დღესასწაულის კულმინაციაა - კიდევ უფრო ამაღლებს განწყობას და ამყარებს რწმენას. სწორედ ამიტომ, ამ ხნის მანძილზე სპეციალისტები, რომელთა დამსახურებითაც იქმნება ეს არაჩვეულებრივი ნაწარმი - გამუდმებით მუშაობენ დეტალებზე, რომელთა დამსახურებით თავად ზარის სტრუქტურა, გამძლეობა, ფორმა და რაც ყველაზე მთავარია ხმა შეესაბამებოდეს მის მოთხოვნებს.
ეზოთერიკოსების აზრით, ზარები კოლოსალურ როლს ასრულებენ ადამიანის ხელსაყრელი ენერგეტიკული ველის - აურის შექმნაში და შეუძლია მისი აღდგენაც კი. მათი ფორმის გამო, ტაძრის გუმბათების მსგავსად, მათი დახმარებით ხდება დახვეწილი კოსმიური ენერგიის კონცენტრირება, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანებზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ თითოეული, ცალკეული ზარის ხმა უნიკალურია, წარმოიდგინეთ რამდენიმე ზარის ბგერები როგორ მუსიკალურ „გამას“წარმოქმნის. ცილინდრული ფორმის ლითონის სარეკი, რომლის მძიმე ენა მის გვერდებზე დაჯახებით გამოსცემს ხმას განსაკუთრებით გამოკვეთა ქრისტიანობამ, როგორც რწმენის ძირითადი საყრდენი. ზარი წარმოადგენს ყველა საეკლესიო დღის, დღესასწაულებისა და სალიტურგიო წესთმსახურების შესრულების აუცილებელ ატრიბუტს. შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ამ შესანიშნავი მაცნეთვის საგანგებო შენობა გაჩნდა - სამრეკლო. დედამიწის ნებისმიერ კუთხეში აღმოაჩენთ განსხვავებული ჟღერადობის, მოცულობისა და ფუნქციის წკრიალა ზარს, რომელიც ყოველ ჯერზე შეგახსენებენ, რომ დრო თქვენს განკარგულებაშია.