აუქციონზე ვისკის 311-ლიტრიანი ბოთლი 1,1 მილიონად გაიყიდა - Palitra News

აუქციონზე ვისკის 311-ლიტრიანი ბოთლი 1,1 მილიონად გაიყიდა

2022-05-31 09:58:57+04:00

მსოფლიოში ვისკის ყველაზე დიდი ბოთლი აუქციონზე £1,1 მილიონად გაიყიდა. ამის შესახებ Metro წერს.ანონიმურმა მყიდველმა 311-ლიტრიანი ბოთლი დიდი ბრიტანეთში, კერძოდ კი, ედინბურგში გამართულ აუქციონზე შეიძინა.Macallan-ის ფირმის 32-წლიანი დაძველების ვისკი გინესის რეკორდების წიგნმა მსოფლიოში ყველაზე დიდ ბოთლად ოფიციალურად აღიარა.