რუსეთმა ზებგერითი ფრთოსანი რაკეტა „ცირკონი“ გამოსცადა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რაკეტა ბარენცის ზღვის წყლებიდან, თეთრ ზღვაში მდებარე სამიზნისკენ 1 000 კილომეტრის მანძილზე გაისროლეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რაკეტის გასროლა ახალი იარაღის გაფართოებული გამოცდის ფარგლებში განხორციელდა.თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ რაკეტა რუსული „ადმირალ გრიგოროვიჩის“ კლასის ფრეგატიდან გაისროლეს. ზებგერითი ფრთოსანი რაკეტა „ცირკონი“ არის ახალი თაობის ზებგერითი შეიარაღების სისტემების ნაწილი, რომელსაც რუსეთი მინიმუმ 2018 წლიდან ავითარებს.