კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-16 ტურში, ქუთაისის „ტორპედო“ საკუთარ კედლებში „გაგრას“ დაუპირისპირდა. ტორპედომ ცარიელი ტრიბუნების წინაშე იასპარეზა, მაგრამ მეტოქეს 1:0 სძლია და მნიშვნელოვანი 3 ქულა აიღო.
შეხვედრის ერთადერთი გოლი 93-ე წუთზე გავიდა. ბექა ვაჩიბერაძის ჩაწოდებას ავტოგოლი მოჰყვა. საკუთარ კარში ბურთი მათე ვაწაძემ ჩაჭრა, რომელსაც რამდენიმე წუთით ადრე ანგარიშის გახსნა თავად შეეძლო. დარჩენილ დროში „გაგრამ“ სასწაული ვერ მოახდინა და ზედიზედ მე-4 მატჩი წააგო.