ფილარმონიასთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა. მოქალაქეებმა ქალთა მიმართ ძალადობა და ფემიციდის შემთხვევები დაგმეს, რითაც 21 მაისს თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურნენ, რა დროსაც ახალგაზრდა ქალს ქმარმა არასრულწლოვანი შვილების თვალწინ ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ფემიციდი არის მასშტაბური პრობლემა, რაც ყველა ადამიანს ეხება.