უკრაინაში, ხერსონის ოლქის სოფელ ბილოზერკის დაბომბვის შედეგად, რომელიც რუსმა სამხედროებმა წუხელ განახორციელეს, სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა „Independent“ ავრცელებს. ადგილობრივების თქმით, დაზიანდა გაზის მილებიც. მედიის ცნობით, ჯერჯერობით კვლავ უცნობია თუ რამდენი ადამიანი დაშავდა.