შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართულებით, გატარებულ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზე გაეროს 6-მა ორგანიზაციამ, სამთავრობო და საპარლამენტო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა. ერთობლივი პროგრამის მიზანი პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესება და შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობაა. ღონისძიებაზე სიტყვით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეც გამოვიდა.