„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრები უკრაინის დახმარების გეგმის განსახილველად დღეს შეიკრიბებიან - Palitra News

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრები უკრაინის დახმარების გეგმის განსახილველად დღეს შეიკრიბებიან

2022-05-19 11:57:41+04:00

დღეს, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრები, უკრაინის დახმარების გეგმის განსახილველად შეიკრიბებიან. გერმანიის ფინანსთა მინისტრის მიერ, გერმანულ გამოცემაში მიცემული ინტერვიუთი ირკვევა, რომ ჯი7-ის ქვეყნები, უკრაინის გადახდისუნარიანობას უზრუნველყოფენ. მანამდე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა, დიდი შვიდეულის ქვეყნებს, ფინანსური მხარდაჭერის გაზრდაში დახმარება სთხოვა.