მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ შესაძლოა, უკრაინამ უფრო მეტი მიიღოს, ვიდრე საქართველომ და მოლდოვამ - ეს განცხადება ესტონეთის ელჩმა საქართველოში რიინა კალიურანდმა პალიტრანიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ელჩი ამბობს რომ უკრაინა განსაკუთრებულ მდგომარეობაში იმყოფება ხოლო საქართველოსა და მოლდოვის გაწევრიანება 1 და ორი წლის პერსპექტივა არ არის. დიპლომატმა ვრცელ ინტერვიუში რუსეთიდან მომავალ საფრთხეებთან ერთად საქართველოში ბოლო დროის გახმაურებულ სასამართლო საქმეებზეც ისაუბრა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარაიას პროცესებზე. კალიურანდი არ ფიქრობს რომ ერთი რომელიმე სამართლებრივი შემთხვევა გავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, თუმცა მისი თქმით გადაწყვეტილებაზე გავლენას იქონებს სასამართლოს რეფორმა და მისი დამოუკიდებლობა.