საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, სააკაშვილის სამედიცინო კვლევები, სავარაუდოდ, 18 მაისს დასრულდება. როგორც ყიფშიძე განმარტავს, დღის განმავლობაში ორ კვლევაზე მეტი ვერ კეთდება, ვინაიდან აღნიშნულის საშუალებას ხანდახან პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვერ იძლევა. ასევე დღეს მიხეილ სააკაშვილის მამამ სოციალურ ქსელში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ხელისუფლებას მიმართა, მორჩნენ პრეზიდენტის სიცოცხლით თამაშს. ნიკოლოზ სააკაშვილი ითხოვს, დღესვე დაასრულონ ყოფილი პრეზიდენტის კვლევები და მისი მკურნალობა დაიწყონ. უკვე ეჭვი მაქვს, რომ შეგნებული ქმედებით, ცოდვის დიდ ჭაობში იძირებით - წერს ექს პრეზიდენტის მამა.