„რადიო თავისუფლებასა“ და „რადიო პალიტრას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. თანამშრომლობის მემორანდუმს U.S. Agency for Global Media-ს ევრაზიის რეგიონული მარკეტინგის ოფისის ხელმძღვანელმა ადამ გარტნერმა და რადიო „პალიტრის“, „პალიტრანიუსის“ დირექტორმა ავთანდილ წერეთელმა მოაწერეს ხელი. ადამ გარტნერი „პალიტრაში“ სტუმრობის დროს მედია ჰოლდინგის მუშაობის პრინციპს გაეცნო. ის ასევე მედია ჰოლდინგ „პალიტრის“ მენეჯმენტს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოში არსებული მედია გარემო, თავისუფალი მედიის წინაშე არსებული გამოწვევები და კომპანიებს შორის შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.