თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ კალინი აცხადებს, რომ თურქეთი შვედეთსა და ფინეთს ნატოში გაწევრიანებისთვის კარს არ უხურავს, მაგრამ სურს მოლაპარაკებები „ტერორისტული ქმედებების“ წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით სტოკჰოლმში. მისი თქმით, ქურთისტანის მუშათა პარტია , რომელიც თურქეთის, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული, დაფინანსებას იზიდავდა და კომპლექტდებოდა ევროპაში. ცნობისთვის, ერდოღანმა გუშინ განაცხადა, თურქეთი მხარს ვერ დაუჭერს ალიანსის გაფართოებას, რადგან ფინეთი და შვედეთი "ბევრი ტერორისტული ორგანიზაციის სახლია". აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ცდილობს შეუერთდეს ნატო-ს, სამხედრო ალიანსის წევრების ერთსულოვანი მხარდაჭერა სჭირდება.