პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვერც სიმულაცია და ვერც თვითდაზიანება ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანის და მით უმეტეს ვერც გათავისუფლების, შინაპატიმრობის საფუძველი ვერ იქნება. კობახიძის თქმით საპატიმროში მომსახურების თვალსაზრისით ვითარება გაუმჯობესებულია, შესაბამისად თუ ვინმეს სურს თვით დაზიანების მიყენება და სიმულაცია ეს ყველაფერი მსგავს პირობებში, წარმატებულად ვერ მოხდება.