პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ჯი7-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების გერმანიაში შეხვედრას გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძეს მიაჩნია, რომ საქართველოს აღნიშნულ შეხვედრაზე არ მიწვევის მიზეზი არის ის რომ, უკრაინისა და მოლდოვასგან განსხვავებით ჩვენი ქვეყანა ომთან კავშირში არ არის. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ადამიანები რომლებიც დიდი შვიდეულის ქვეყნების შეხვედრაზე საქართველოს არ ყოფნით მწუხარებას გამოთქვამენ, იგივეა რაც დამწუხრება იმაზე, რომ საქართველოში დღეის მდგომარეობით ომი არ არის.