საქართველოს გავლით ტვირთბრუნვაზე ინტერესი კიდევ უფრო იზრდება. კასპიისა და შავი ზღვის პორტების გავლით ვაჭრობის გაზრდის შესაძლებლობის შესწავლის პროცესი უკვე დაიწყო. ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამაა. ეს არის ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის ტვირთის გადაზიდვისა და მგზავრების გადაყვანის ერთიანი სისტემა, რომელიც ამ რეგიონის სახელმწიფოთა შორის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ურთიერთობათა განვითარებას უზრუნველყოფს.