კიევის სასამართლოში დღეს შესაძლო ომის დანაშაულის საქმეზე პირველი რუსი ჯარისკაცის პროცესი დაიწყება. ბრალდებული, რომელიც უკრაინის დედაქალაქის რაიონული სასამართლოს წინაშე წარდგება, სატანკო დივიზიის მეთაური, 21 წლის ახალგაზრდა.. მან სუმის ოლქში, სამოქალაქო ავტომობილს ცეცხლი გაუხსნა, რასაც 62 წლის მშიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.