რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, კონსორციუმი „ალფა გრუპი“ IDS Borjomi Georgia-ში მისი კუთვნილი საკონტროლო პაკეტის 55,8%-ის გაყიდვისთვის ემზადება. სახელდება მყიდველიც, რომელიც სააგენტოს ცნობით, არის ქართველი ბიზნესმენი გია ორჯონიკიძე.
სააგენტოს ცნობით, ქართული მინერალური წლის ექსპორტის 50% რუსეთის ბაზარზე გადის. მათივე ინფორმაციით, „ალფა გრუპმა“ IDS Borjomi ბადრი პატარკაციშვილისგან 2013 წელს შეიძინა.
ცნობისთვის, კომპანია „IDS ბორჯომი საქართველომ“ მიმდინარე წლის 29 აპრილიდან დროებით შეაჩერა ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი. ცალკეულმა ქვეყნებმა კი ქართული მინერალური წყლის შეძენაზე უარი პოლიტიკური მოტივებით თქვეს. ინფორმაციისთვის, „ალფა გრუპი“ დასავლეთის მიერ სანქცირებული რუსული კომპანიების სიაშია. სანქცირებულთა სიაშია ჯგუფის მფლობელი მიხეილ ფრიდმანიც.