ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოდესაში ჩავიდა. ამის შესახებ მან „ტვიტერის“ გვერდზე გავრცელებულ მიკრობლოგში დაწერა. „ევროპის დღის აღსანიშნავად ოდესაში ჩამოვედი, ქალაქში, სადაც პუშკინმა თქვა, რომ „შეიძლება ევროპის შეგრძნება“, - განაცხადა მიშელმა. მისივე თქმით, ოდესაში დღეს უკრაინელი ხალხი იცავს თავი ძეგლებს ტყვიებისა და რაკეტებისგან, თავის თავისუფლებას კი - რუსული აგრესიისგან. „თქვენ მარტოები არ ხართ. ევროკავშირი მხარს გიჭერთ“, - განაცხადა მიშელმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უკრაინის პრემიერ-მინისტრს დენის შმიგალსა და ოდესის მერს გენადი ტრუხანოვს შეხვდა.