საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ციხის ექიმები შეშფოთებულები არიან და ყველა ერთ აზრზეა, რომ აუცილებელია მისი "დაუყოვნებლივ სტაციონარში გადაყვანა თუნდაც დროებით". ამის შესახებ ინფორმაცია სააკაშვილის სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გავრცელდა. როგორ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, მისი გადაყვანის ადგილი "ვერ იქნება ვერც გლდანი და ვერც გორი. "მადლობა ყველას, ვინც ციხესთან მოვიდა.