რესპუბლიკურ საავადმყოფოს მილიონ რვა აასი ათასი აშშ დოლარის ღირებულების უახლესი სამედიცინო ტექნიკა გადაეცა. სამედიცინო დანიშნულების მოწყობილობები კლინიკას იაპონიის მთავრობამ, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მეშვეობით გადასცა. პროექტი მიზნად ისახავს კლინიკის დიაგნოსტიკური და სამკურნალო შესაძლებლობების გაძლიერებას, სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით და პერსონალის შესაბამისი გადამზადებით.