კარგი საწარმოო პრაქტიკის სტანდარტზე გადასვლასთან დაკავშირებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, საქართველოში მოქმედ ფარმაცევტულ მწარმოებლებს ხვდება. 4 დღიანი სემინარის ფარგლებში, სააგენტოს ექსპერტები, ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებს, GMP სტანდარტზე გადასვლისთვის საჭირო ინფორმაციას მიაწვდიან და მათ შეკითხვებს უპასუხებენ. მოხდება GMP-ის სტანდარტთან შესაბამისობის დადგენის, ასევე სერტიფიკატის გაცემის წესებსა და პირობების გაცნობა.
ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გახსნა.