ბრიტანულმა აუდიტორულმა საკონსულტაციო კომპანიამ EY&Associés ჩაატარა კვლევა, რომლის დროსაც გამოავლინა 2021 წელს მსოფლიოში გაყიდული ავტომობილების რაოდენობა და ყველაზე მსხვილი ავტომწარმოებლები.
კვლევის შედეგის თანახმად, 2021 წელს ნომერ პირველი საავტომობილო კომპანია გაყიდვების მიხედვით გახდა Toyota. იაპონურმა კომპანიამ გასულ წელს 10,49 მლნ ავტომობილის რეალიზება შეძლო, რაც წინა წელთან შედარებით 10%-იანი ზრდაა.
მეორე ადგილზე გავიდა კონცერნი Volkswagen: 8,3 მილიონი რეალიზებული ავტომობილით. სამეული დახურა ამერიკულმა General Motors-მა, რომელმაც 6,29 მლნ ავტომობილის რეალიზება მოახერხა. ტოპ-ხუთეულში ასევე არიან კონცერნი Stellantis და Honda.
რაც შეეხება შემოსავლებს, ამ კუთხით უპირობო ლიდერია Volkswagen-ი, რომელმაც გასულ წელს 250 მლრდ ევროს შემოსავალი მიიღო, მეორეზეა - Toyota - 238 მლრდ დოლარით, მესამეზე კი 194 მლრდ დოლარით - Stellantis-ია.