ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი სამხრეთ ოსეთში ორი რეფერენდუმის ჩატარებას აანონსებს. ანატოლი ბიბილოვი, რუსეთის შემდეგ ახლა უკვე ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების შესახებ იწყებს საუბარს.
ანატოლი ბიბილოვი ამბობს, რომ ცხინვალი რუსეთთან შემადგენლობაში შესვლის შესახებ სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმას იწყებს. მისი მტკიცებით, ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთის შემადგენლობაში შესვლა უკვე რეალურია. შესაბამისად მეორე რეფერენდუმი სწორედ ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანებას შეეხება.